ბელგია აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო შეთანხმებულია

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია.
“ევროკავშირის საბჭომ მიიღო ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის, მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. შესაბამისად, 25 ივნისს, სამშაბათს, იხსნება გზა ლუქსემბურგში მოლაპარაკებების დასაწყებად”, – წერს ბელგია X-ზე.
The @EU_Council adopted the general EU positions, incl. negotiating frameworks, for accession negotiations with Ukraine and Moldova.

This opens the way for launching the negotiations on Tuesday 25 June in Luxembourg:

· 15:30 – IGC with Ukraine
· 18:00 – IGC with Moldova pic.twitter.com/A2c8bPpIgS— Belgian Presidency of the Council of the EU 2024 (@EU2024BE) June 21, 2024