კახა გოგიძე – არსებული ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა ერთიანობაა – მხოლოდ ერთობით მივაღწევთ საქართველოს ევროპულ მომავალს

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, გადამწყვეტი საპარლამენტო ს წინ, როდესაც არჩევანი ევროპას და რუსეთს შორის გვაქვს გასაკეთებელი, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს გვმართებს განსაკუთრებული აქტიურობა და ერთობა, – ამის შესახებ პლატფორმა „ევროპულ – დემოკრატიული ერთობის“ ლიდერმა და რეჟისორმა კახა გოგიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანას რთული პერიოდი უდგას. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეეცვალა.
„დღეს ჩვენს ქვეყანას რთული პერიოდი უდგას. ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას საგარეო კურსი შეეცვალა. არც თუ შორეული პერსპექტივაა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნების ნაცვლად ვიფრინოთ ჩინეთში ან რუსეთში, მით უმეტეს, რომ როგორც ცნობილია, ს მიმართულებით ახალ-ახალი ავიარეისები უკვე ემატება.
რასაც ვხედავთ, ბოლო რამდენიმე თვეა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არ ვიცი რატომ, მაგრამ წელავენ დროს, რეალურად არაფერს აკეთებენ გაერთიანებისთვის, თუმცა თავადაც კარგად იციან, რომ არსებული ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა ერთიანობაა. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ და ხმამაღლა უნდა გამოვხატოთ ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ, რომელიც ასეთი დაქსაქსულობით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ასეთ გადამწყვეტ პერიოდში, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ხელოვანებს, მსახიობებს, მომღერლებს, მხატვრებს, მწერლებს – ძველი მეთოდებით ახალი ქვეყანა არ გაკეთდება, გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის – ჩვენ, ამ საზოგადოების წევრებმა ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ხალხი უკვე აღარ ენდობა პოლიტიკოსებს, ჩვენ კი გვაქვს ნდობაც, რეპუტაციაც, გამბედაობაც, ენერგიაც, ცოდნაც, რომელიც უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას.
სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ არჩევნებში პოლიტიკური პარტიები მონაწილეობს, სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამიტომაც ჩვენ ხელოვანების დიდი ნაწილი უკვე გავერთიანდით პლატფორმაში“ ევროპულ დემოკრატიული ერთობა“, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ნომრით – 6. შემოგვიერთდით სამშობლოს პატრიოტი ადამიანები და ერთად მივაღწიოთ მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა კახა გოგიძემ.