ფეხბურთელი რობერტო ბაჯო მის სახლში მომხდარი შეიარაღებული ძარცვისას დაშავდა – BBC

Juventus-ის და Milan-ის ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო იტალიაში მის სახლში მომხდარი შეიარაღებული ძარცვისას დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
57 წლის ფეხბურთელის ვილაში ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე 5 ადამიანი შეიჭრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ევროპის ჩემპიონატს, იტალია-ესპანეთის თამაშს უყურებდა. ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე ნაკერები დაადეს.
იტალიურმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.