სერგო ჩიხლაძე – ლიეტუვის მოწოდება ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის

ქართველი ხალხისადმი ლიეტუვის მოწოდებაა, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ და მათი იმედი, სურვილი არის, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი საქმე ქართველ ხალხთან ერთად 26 ოქტომბერს უნდა გაკეთდეს.
„საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს ლიეტუვის პარლამენტში განსაკუთრებით თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს, ასე ხვდებიან ნამდვილად მეგობრებს.
მათი მოწოდებაც ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ და მათი იმედი, სურვილი არის, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირს ეღობება, აღარ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც გვაკარგვინებს ჩვენს მეგობრებს და კეთილი ნების ელჩებს ევროკავშირში.
ეს უნდა შეიცვალოს და მთავარი საქმე ჩვენ ყველას ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის შიგნით 26 ოქტომბერს გვაქვს გასაკეთებელი“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ