“ჩინეთის წინამძღოლობით შექმნილია ავტოკრატიული ღერძი, რუსეთი კი უმცროსი პარტნიორია” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
გუშინ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში იყო. რამდენიმე თვის წინ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიას განვიხილავდით, რომელშიც ს მომავლის რამდენიმე სცენარი ისახებოდა. ერთ-ერთი სწორედ რუსეთის ჩრდილოკრეიზაცია გახლდათ. ჩინეთზე დამოკიდებული, ბირთვული იარაღის მქონე ტოტალიტარული სახელმწიფო. ამ სცენარით მიდის ყველაფერი. [ბმულს კომენტარებში მივუთითებ]
მეტიც, რუსი პროპაგანდისტები ღიად ამბობენ: “ჩრდილოეთ კორეაზე თავისუფლად და ლაღად არცერთი ხალხის არ სუნთქვასო”
ამასთან, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. რუსეთი კორეისაგან ამუნიციის – განსაკუთრებით არტილერიის – დეფიციტის შევსებას ცდილობს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და რესურსებს ჰპირდება.
ახლა პუტინი ვიეტნამს ეწვია.
რეალურად მდგომარეობა ასეთია: ჩინეთის წინამძღოლობით შექმნილია ავტოკრატიული ღერძი, რუსეთი კი უმცროსი პარტნიორია.
ამ ახალი ცივი ომის კონტურებში ჩვენ სად ვართ?