ვინ არიან საქართველოს ნუშის ბაზარზე უდიდესი მოთამაშეები?

გარდა ამისა, საქართველო ასევე ნუშის ექსპორტს ახორციელებს, რომლის 90%-ზე მეტი რე-ექსპორტია.
„ნუში საქართველოსთვის ახალი პროდუქტია. პროდუქტის წარმოება ქვეყანაში გავრცელდა სახელმწიფო დაფინანსების შედეგად. არსებული ნარგავი ფართობი, ჩვენი შეფასებით, 2030 წლისთვის, დაახლოებით 4,800 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუშის მოსავალის მიღების შესაძლებლობას აჩენს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
საქართველოში მთლიანობაში ნუშის დაახლოებით 7,500 ჰექტარია გაშენებული. ნუშის ნარგავი ფართობის ნახევარზე მეტს, 4,302 ჰექტარს მცირე ზომის, 15 ჰექტრამდე ფართობის ბაღები მოიცავს. ამ ნერგებს ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. გაშენებული ბაღები ძირითადად არის ინტენსიური სახის. ნუშის ბაზარზე უდიდესი მოთამაშეები არიან კომპანია „უდაბნო“ 2,300 ჰექტრით და „ნათს ინქორფორეითიდი“ 800 ჰექტრით.
2023 წლისთვის საქართველოში ნუშის საშუალო ნაჭუჭიანი მოსავლიანობა ჰექტარზე 0.52 ტონა იყო. შესადარისად, 2022 წელს მსოფლიოში ნუშის საშუალო მოსავლიანობა იყო 1.54 ტონა ჰექტარზე.
„საქართველოს დაბალი მოსავლიანობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ნერგების უმრავლესობა ახალია და ჯერ არ შესულა სრულ მსხმოიარობაში. ჩვენი შეფასებით, საქართველოში ნუშის ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლისას ქვეყნის საშუალო მოსავლიანობა დაახლოებით 2 ტონა ჰექტარზე გახდება. ამასთან, საქართველოში ნუშის მოსავლიანობა ჰექტარზე 0.5-5.0 ტონამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია მოვლაზე, კლიმატზე და მრავალ სხვა ფაქტორზე“, – წერია Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა