პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით, კომპანია სქაიტელმა 20-მდე ელექტრომობილი შეიძინა და ავტოპარკი განაახლა

პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია სქაიტელმა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანიის ავტოპარკისთვის 20-მდე ელექტრომანქანა შეიძინა. სქაიტელმა აღნიშნული ელექტრომობილები კომპანიის თანამშრომლებს ბიზნეს მიზნობრიობით მოხმარებისთვის გადასცა. კომპანიის მიზანია, რომ წლის ბოლომდე კიდევ გაზარდოს ელეტრომანქანების რაოდენობა. სქაიტელი არაერთ CSR პროექტს ახორციელებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ მწვანე ინიციატივების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ეტაპობრივად უარს ამბობს საწვავის მოხმარებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა