“მკაცრად ვგმობთ”- ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ინვესტორზე რობინ დანიგანის განცხადებას პასუხობს

საქართველოში ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ჩინურ ინვესტორთან დაკავშირებით -ის ელჩის განცხადებას “მკაცრად გმობს” და აბსურდულს უწოდებს.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა ინტერვიუში კრიტიკული შეფასება გააკეთა ჩინური კომპანიის მიმართ, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორად არის დასახელებული.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების მიხედვით, დანიგანის კომენტარი, რომ “CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღეს ს არმიის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია” შეუსაბამოა ფაქტებთან.