დავით მათიკაშვილი – ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას

სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებს “ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს”, თუმცა ცოტა გაუჭირდება.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შიშები, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას” მედროშე სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ამოძრავებს, შიშებად დარჩება და მათი ფიასკო გარანტირებული იქნება.
ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას. უბრალოდ ყველაფერი არ არის არგუმენტირებული. ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს, საზოგადოების თვალში მაინც, ცოტა კი გაუჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, ვის ეშინია, როგორ ეშინია და რა კანკალი აქვთ ატეხილი რადიკალურ ოპოზიციაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს შიშები დარჩება შიშებად. ეს საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამართლდება და მათი ფიასკო და საზოგადოების კიდევ ერთი განაჩენი არის გარანტირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ