ირაკლი ფავლენიშვილი – რა თქმა უნდა, ამ სანქციების მთავარი სამიზნე ივანიშვილი უნდა იყოს

უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების უცვლელი კურსია, ამ ყველაფერს კი ივანიშვილი კრემლთან ერთად უნისონში აკეთებს, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადება, რომლის თქმით, „უნდა დასანქცირდეს ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა, ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში“.
ფავლენიშვილის განცხადებით, სანქციების მთავარი სამიზნე სწორედ უნდა იყოს.
„უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების უცვლელი კურსი არის, ამ ყველაფრის უკან დგას მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას კრემლთან ერთად უნისონში ანგრევს. სანქცირების პროცესი დაწყებულია, მათ შორის უკრაინელმა პარტნიორებმა უკვე დაასანქცირეს გარკვეული პირები, დაასანქცირეს ამერიკელებმა, სხვა ქვეყნებიც აპირებენ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ სანქციების მთავარი სამიზნე ივანიშვილი უნდა იყოს, რადგან სწორედ, რომ მისი ბანდები არიან იმ დანაშაულების ავტორები, რომლითაც ჩვენ დასავლურ სამყაროს ჩამოვშორდით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადება, რომლის თქმით, „უნდა დასანქცირდეს ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა, ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში“.
„რაც შეეხება სანქციებს, მინდა ვთქვა, რომ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ ამაში. ნახეთ, რა ხდება დღეს საქართველოში. ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებს მათი ქვეყნის ნამდვილი მეთაური, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, რომელიც რეალურად მართავს საქართველოს. ის უკვე პირდაპირ საუბრობს პუტინის ენით. ამბობს, რომ კი არ დაესხა საქართველოს 2008 წელს, არამედ რაღაც “გლობალური ომის პარტია”. რომ რუსეთი კი არ დაესხა ს 2014 და 2022 წლებში, არამედ ვიღაც სხვა. ასე რომ, კითხვა მაქვს: რატომ არ შესულა აქამდე ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სასანქციო სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და პიროვნება, რომელიც პუტინის ბრძანებებით დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ანადგურებს?“,-განაცხადა გონჩარენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ