“ამაზე ღირებული არაფერია… ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო” – თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

საქართველოს ყოფილი და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ჩემთვის, როცა თურქეთთან მატჩის წინ ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს. არაფერია იმაზე ღირებული, როცა საკუთარი გულშემატკივრისგან იღებ სითბოს და ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულებული გაქვს.
21 ივნისს “სელფის” მიერ ორგანიზებულ საგულშემატკივრო სივრცეში კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ქართველ გულშემატკივრებს, ემიგრანტებს და მათთან ერთად ვისაუბრო ფეხბურთზე, ეროვნული ნაკრების მომდევნო თამაშებზე.
გელოდებით 19:00 საათიდან, ჰამბურგში, Klempau Paulaner-ის პაბში”, – წერს
ქეცბაია.