„ჯეორჯიან პროდაქტსი“ იმის მაგალითია, რომ ქვეყანაში შეიძლება კონკურენტუნარიანი წარმოების შექმნა – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ის 10-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
„ეს არის წარმოება, რომელიც, ფაქტობრივად, ახალ ინდუსტრიას, საექსპორტო პროდუქციას ქმნის და ასაქმებს საქართველოში ადამიანებს. ვფიქრობ, კომპანია იმის კარგ მაგალითს იძლევა, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება კონკურენტუნარიანი, წარმატებული წარმოების შექმნა, რაც სახელმწიფოს სამრეწველო პოტენციალის გაძლიერების ნაწილია. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ყველაზე რთულ, საწყის ეტაპზე ბევრ საწარმოს დაეხმარა, მისი მიზანიც ეს იყო – ქვეყანაში ასეთი ტიპის მეტი ბიზნესი შექმნილიყო“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ჯეორჯიან პროდაქტსი“ შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია წარმატებით გააქვს ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და -ში. კომპანია პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას აწარმოებს, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულით. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.