2024 წლის 3 თვის შედეგებით, 2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი.
ანგარიშგების მიხედვით 18 სადაზღვევო კომპანიიდან 2 ზარალზე გავიდა.
ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები შემდეგია:
ბენეფიტი – ზარალი 208 172 ლარი, მოზიდული პრემია 20.6 მლნ ლარი;
ევროინს ჯორჯია – ზარალი 39 477 ლარი, მოზიდული პრემია 9.4 მლნ ლარი.
ყველაზე მომგებიანი სადაზღვევო კომპანიები კი შემდეგია:
თიბისი დაზღვევა – წმინდა მოგება – 7.4 მლნ ლარი; მოზიდული პრემია – 60 მლნ ლარი;
ალდაგი – წმინდა მოგება – 5 მლნ ლარი; მოზიდული პრემია – 41 მლნ ლარი;
არდი – წმინდა მოგება – 1.8 მლნ ლარი; მოზიდული პრემია – 28 მლნ ლარი;
ჯიპიაი ჰოლდინგი – წმინდა მოგება – 1.55 მლნ ლარი; მოზიდული პრემია – 80 მლნ ლარი;
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.