რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვის ძალებმა 114 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 114 უკრაინული დრონი ჩამოაგო, – ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უეკიპაჟო კატერებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70 დრონი ს ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე გაანადგურეს, 43 – კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე და ერთი დრონი – ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე.
ყუბანის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტემრიუკის, სევერსკის და ეისკის ტერიტორიებზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. კრასნოდარში დაზიანდა ავტოსადგურის შენობა და საქვაბე ოთახი, რომლის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
გარდა ამისა, დრონი დაეცა სევერსკის რაიონში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია და ორი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ