₾123 მლნ თბილისის წყალმომარაგების სისტემაში – რა საინვესტიციო ვალდებულებები აქვს GWP-ის?

16 ივნისს სოფელ წიწამურთან მაგისტრალურ ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ 100 000-ზე მეტი აბონენტი წყალმომარაგების გარეშე დატოვა. GWP-ის სამუშაოებისთვის 1-კვირიანი ვადა სჭირდება. შესაბამისად, 25 ივნისამდე 63 351 აბონენტს წყალი გრაფიკით და ცისტერნებით მიეწოდება.
საგულისხმოა, რომ მაგისტრალური მილსადენების რეაბილიტაცია კომპანიის სამოქმედო გეგმაშია ასახული. ამასთან, GWP-ის მიერ ქსელში ინვესტიციების საჭიროება გაითვალისწინა სემეკმა გასული წლის ბოლოს, როდესაც წყალმომარაგების ახალი ტარიფები დაადგინა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, GWP-ის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი დარჩა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო წყლის ტარიფები გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ