კანადამ დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი “რუსული კანონი” – გამჭვირვალობის თემის საერთაშორისო ექსპორტირებას სწორედ ჩვენ მივეცით ბიძგი და ამ პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს

კანადამ დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი “რუსული კანონი” – გამჭვირვალობის თემის საერთაშორისო ექსპორტირებას სწორედ ჩვენ მივეცით ბიძგი და ამ პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს
„რუსული კანონის” საერთაშორისო რეესტრი გეოგრაფიულადაც ფართოვდება და სასჯელის მიხედვით სულ უფრო მძიმდება. მიუხედავად ამისა, არც ერთ უნამუსოდ გულანთებულ ოპონენტს არ შესწევს უნარი ყველაზე ლმობიერი და დემოკრატიული ქართული კანონი არადემოკრატიულ და დისკრიმინაციულ დასავლურ ანალოგებთან შედარებით და საგნობრივ ჭრილში გაატაროს,“ – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების შეახებ კანონის დამტკიცებას.
მისი განცხადებით, ფრანგული და მით უფრო, ქართული “გამჭვირვალობის კანონებისგან” განსხვავებით, კანადაში მიღებული კანონი გაცილებით მკაცრია. ქართველიშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის თემის საერთაშორისო დონეზე გავრცელებას სწორედ საქართველომ მისცა ბიძგი.
„კანადამ მიიღო მორიგი „რუსული კანონი” – Foreign Influence Transparency and Accountability Act. მიიღო დაჩქარებული წესით. როგორც ჩანს მათი ეს გადაწყვეტილება, მათ შორის ქართული და ფრანგული გამჭვირვალობის კანონების მიღებამ დააჩქარებინა. ოღონდ ფრანგულ, და მით უმეტეს, ქართულ ანალოგებთან შედარებით კანადური “რუსული” კანონი გაცილებით უფრო მკაცრი და დაუნდობელია – მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს 3 მილიონ 648 ათას დოლარის ოდენობის ჯარიმას, ან 5-წლიან პატიმრობას, ან ორივეს ერთად.
ამგვარად “რუსული კანონის” საერთაშორისო რეესტრი გეოგრაფიულადაც ფართოვდება და სასჯელის მიხედვით სულ უფრო მძიმდება. მიუხედავად ამისა, არც ერთ უნამუსოდ გულანთებულ ოპონენტს არ შესწევს უნარი ყველაზე ლმობიერი და დემოკრატიული ქართული კანონი არადემოკრატიულ და დისკრიმინაციულ დასავლურ ანალოგებთან შედარებით და საგნობრივ ჭრილში გაატაროს. გამჭვირვალობის თემის საერთაშორისო ექსპორტირების “პედალირებას” კი სწორედ ჩვენ მივეცით ბიძგი და ამ პროცესებს აწი ვეღარავინ შეაჩერებს.” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
Previous: ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს მისი ინტერესების დაცვის სასარგებლოდ საქართველომ უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე

ასევე დაგაინტერესებთ

მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა