პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად 10:00 საათზე მოხალისეები შეიკრიბებიან

დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის ძმის, ლევან გახელაძის ინფორმაციით, 21 ივნისს მის მოსაძებნად ჯგუფი ორგანიზდება. ლევან გახელაძე მოხალისეებს დილის 10 საათზე კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
“გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით.
მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს, დილის 10 საათზე.
თან იქონიეთ ქუდები და წყალი – მოსალოდნელია ცხელი დღე.
ყველას წინასწარ დიდი მადლობა!” – წერს ლევან გახელაძე Facebook-ზე.
ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
“უცნობებისთვის ვწერ – გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.
თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090” – წერს დაკარგულის ცოლი, ირმა მალაციძე.
გიორგი გახელაძე წლებია, განათლების მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. ის ასოციაციის მშობლები განათლებისათვის დამფუძნებელი/გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელია. გასულ წლებში, გიორგი გახელაძე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში, განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.