როგორია დივიდენდის განაწილების მნიშვნელოვანი ასპექტები

როგორია დივიდენდის განაწილების მნიშვნელოვანი ასპექტები, რა არის დივიდენდი და რატომ უნდა იცოდეს მეწარმე სუბიექტმა დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებული იმ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ რომლებიც ამ საკითხებს უკავშირდება, ამ და სხვა თემაზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა, ადვოკატმა და მედიატორმა ანა სამსონიამ ისაუბრა, მისი განმარტებით დივიდენდი არის შესაძლებლობა, როდესაც პარტნიორებს ხელი მიუწვდებათ საწარმოს მოგებაზე.
„ჩვენ ვხვდებით საწარმოებს, სადაც პარტნიორად გვყავს ერთი პირი,ამ შემთხვევაში ეს თემა შედარებით ნაკლებად პრობლემურია, იმიტომ რომ რიგი დავები სწორედ დივიდენდის განაწილებას უკავშირდება, როდესაც პარტნიორების შემთხვევაში, პარტნიორები ერთმანეთს ედავებიან, მაგალითად იმის შესახებ , რომ არა პროპორციულად მოხდა დივიდენდის განაწილება, არასრულად გაიცა, დროში მოხდა დარღვევა, ან საერთოდ არ გაიცა დივიდენდი, ან უფრო მძიმე შემთხვევაში ერთი პარტნიორი მეორეს გაძევებას ცდილობს და საერთოდ არ გაიცეს დივიდენდი. აქ ძალიან ბევრი სურათი შეიძლება განვითარდეს.“ – აღნიშნა ანა სამსონიამ.
კითხვაზე თუ როდის არის კომპანიაში ისეთი შემთხვევა და საფუძველი, რომ კომპანიის პარტნიორს აქვს უფლება რომ მასზე დივიდენდის გაცემა მოითხოვოს ანა სამსონია პასუხობს, რომ ახალი კანონმდებლობა საკმაოდ ფორმალიზებას ახდენს ამ პროცესის. მისივე თქმით კანონი დიდი ხანია ძალაში შევიდა, თუმცა აღსრულება დიდ ხანს გრძელდება.
„ახალი კანონმდებლობა დღეს ძალიან დიდ როლს აკისრებს დირექტორს და ამბობს, რომ დირექტორია ის პირი ვინც უნდა აცნობოს პარტნიორებს, რომ მოვიდა მოგების განაწილების დრო. სამართლებრივად დირექტორზე გადავიდა მთელი ტვირთი, როდესაც პირველი ის აკეთებს მიმართვას და განცხადებას, რომ შეგიძლიათ გაანაწილოთ მოგება, მაგრამ მეორეს მხრივ ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ მან უნდა თქვას, რომ დივიდენდის გაცემა და მოგების განაწილება არ წარმოშობს რისკებს კრედიტორების წინაშე და ვადამოსული ვალდებულებების გასტუმრება არ იქნება საფრთხის ქვეშ და ეს ჩანაწერი გამყარებულია სხვა პუნქტებით, თუ დირექტორი ამ პასუხისმგებლობას დაარღვევს ავტომატურად ჩნდება უფლებამოსილება კრედიტორებისა, რომ დაიწყოს საქმის წარმოება და თქვან, რომ მათი ინტერესები საფრთხის ქვეშ არის ამ დივიდენდების გაცემით და დაიწყონ ისეთი პროცედურები როგორც არის სასამართლოსთვის მიმართვა და გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები, მეორე ეს არის თავად პარტნიორებს შორის შეიძლება მოხდეს ამის ანალიზი და პარტნიორმა რომელმაც დაინახა რომ დივიდენდი გაანაწილა მისმა დირექტორმა და ეს მოხდა უსაფუძვლოდ კომპანიის გადარჩენის მიზნით დაიწყოს ამ თანხის უკან დაბრუნებაზე ფიქრი და აქ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს.
კანონმდებლობა ამბობს, რომ გადახდისუუნარობის საფრთხე არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ჩვენი გადამისამართება ხდება სპეციალურ კანონზე, რომელსაც აქვს ფართო ჩამონათვალი თუ რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ რომ გადახდისუნარიანობის რისკები დგას, მაგალითად თუ კომპანია იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში, ესეც ნიშანია იმისა, რომ გადახდისუნარიანობას ვერ ახერხებს, ასევე თუ პასივების რაოდენობა აღემატება აქტივებს, ამ შემთხვევაში კანონი კონკრეტულ პროცენტულ ოდენობასაც ასახელებს, მაგრამ დირექტორმა რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს შემოდის მტკიცებულებები,რომ რას ეყრდნობა, რამდენად კვალიფიციურია თავად, რომ განსაზღვროს აღნიშნული რისკი.? რა თქმა უნდა არა. დირექტორი არის სუბიექტი რომელიც უნდა გაუძღვეს პროცესს დ ა ორგანიზება გაუწიოს, მას შესაბამისი კომპეტენციის პირები უნდა ჰყავდეს პროცესში. მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა იმართება, ჩვენ ხშირად ვხვდებით აუდიტის დასკვნას, რომელიც ამბობს, რომ მოგების განაწილება შესაძლებელია.
რადგან ეს არ არის სავალდებულო კომპონენტი და არ ევალება იურიდიულ პირს, რომ ყველა შემთხვევაში აუდიტის დასკვნა ჰქონდეს, ეს არის დამატებითი გარანტიაც, თუმცა როგორც ყველა დოკუმენტს თავისი სისუსტეების შეიძლება მოეძებნოს. აუდიტის დასკვნა შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც კომპანიის მოგებიანობის პარამეტრებზე საუბრობს და კონკრეტულ ვადებს ასახელებს.“ – აღნიშნა ანა სამსონიამ.
სამსონიას განმარტებით, მეწარმეთა შესახებ კანონი არ აკეთებს კონკრეტულ მითითებას თუ რა დოკუმენტი უნა ჰქონდეს დირექტორს, თუმცა მისივე თქმით ამ საკითხის გვერდით დირექტორს აქვს ისეთი ვალდებულება, რომ მან თავისი საქმე კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს და საწარმოზე ზრუნვის ვალდებულებები აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ დირექტორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კომპეტენციის სუბიექტების ჩართვა, ამიტომ, თუ ის ჩართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სუბიექტს ის იქნება შიდა სუბიექტი რომელიც მიიკვლევს საკითხს და წარადგენს მტკიცებულების საკითხს კრებაზე შეიძლება ესეც საკმარისად ჩაითვალოს, ან შეიძლება ეს იყოს დამატებითი მიუკერძოებელი აუდიტორი და ასეთ შემთხვევაში რწმუნების საკითხი მეტად მაღალია.
„ასევე ვხვდებით ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც პარტნიორთა დავის შემთხვევაში იყო ისეთი საკითხები სადაც სასამართლომ მკაცრად ფორმალური გზა არ აირჩია და არ თქვა, რომ სადაც პარტნიორთა სხდომის ოქმი არ იქნებოდა არ ჩათვლიდა დივიდენდს განაწილებულად. ასეთი შემთხვევები გვაქვს, როდესაც სასამართლო დაეყრდნო ისეთ შემთხვევებს, როდესაც დასტურდებოდა დივიდენდის გაცემა.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კარგი პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში მიუკერძოებელი სუბიექტის ჩართვა ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება , თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება ავიღოთ სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ინფორმაცია რომლის თავმოყრა შესაძლებელია სწორი საბუღალტრო აღრიცხვიანობის მიზნებისთვის“ – აღნიშნა ანა სამსონიამ.
რაც შეეხება იმის კალკულაციას და აღრიცხვას თუ რამდენად სწორად არის დივიდენდი გაცემული, სამსონია განმარტავს, რომ სახეზე უნდა იყოს ვადამოსული ვალდებულებების დაფარვის საკითხი.
„კომპანია კარგად უნდა ამენეჯმენტებდეს და ხედავდეს თუ რა არის მისი ვადამოსული ვალდებულება, აქაც მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენციის სუბიექტები, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავიდეთ ვალდებულებები, რომლებსაც ხშირად არ ვაკონტროლებთ, ვადამოსული ვალდებულებების დეფიცინია შესაძლოა საკმაოდ ფართო აღმოჩნდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენციის ხალხის ჩარევა ამ საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ დივიდენდის გამოთვლისას გაანალიზებული იყოს ე.წ. განთავსებული კაპიტალის საკითხი.
დღევანდელი კანონმდებლობით აღარ გვაქვს საწესდებო კაპიტალი და ხშირად არის კითხვა, თუ რა ვუყოთ ამ საწესდებო კაპიტალს თუ ადრე წესდებაში გვეწერა. დღეს მნიშვნელოვანია დივიდენდის დროს განთავსებული კაპიტალი გაითვალისწინოს დირექტორმა თუ ამონაწერში მას რეგისტრირებული აქვს კაპიტალი, დივიდენდის გაცემით არ უნდა მოხდეს განთავსებული კაპიტალის შემცირება, იმიტომ რომ განთავსებული კაპიტალის მიზანი არის ის, რომ კრედიტორების უსაფრთხოება უზრუნველყოს“ – აღნიშნა ანა სამსონიამ.
კითხვაზე თუ რა სამართლებრივი განსხვავებებია დივიდენდის მოთხოვნის უფლებასა და დივიდენდის მიღების უფლებას შორის, ანა სამსონია განმარტავს,რომ მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტში, როდესაც განაწილებულია უფლება.
„ჩვენ ნება გამოვხატეთ მოგების განაწილების, შევიკრიბეთ, არსებობს შეკრების ოქმი და შემდეგ უკვე ჩართულია დედლაინი, რომ განაწილდეს და რეალურად გაიცეს ეს დივიდენდი.
თუ ჩვენ ამგვარ გარიგებას ვდებთ, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ თუ რა სტატუსი აქვს ამ დივიდენდს, უკვე განაწილებულია, გენერირებულია თუ არა ის და თუ ასეა, მაშინ აქვე შეიძლება მოგვიწიოს შეთანხმება იმაზეც, რომ განაწილდეს დივიდენდი და ოქმის არსებობის შემთხვევაში ჰქონდეს მყიდველს უფლება, რომ ეს თანხა მიიღოს.
არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები ცდილობენ საინვესტიციო თანხა შეინახონ, აკუმულირება მოახდინონ და მოახდინონ თანაინვესტირება, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საკითხი თავიდანვე მოწესრიგდეს, ვინაიდან მნიშვნელოვან დავასთან შეიძლება გვქონდეს საქმე“ – აღნიშნა ანა სამსონიამ.
ანა სამსონია აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ დივიდენდის განაწილება არის მართლზომიერი და ის ვადამოსული ვალდებულებების გადაუხდელობის რისკს არ შექმნის და გადახდისუუნარობის საფრთხეს არ დააყენებს, ამის შესახებ მარტივი ჩანაწერი მეწარმეთა შესახებ კანონში საკმაოდ ბმას იძლევა სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობაზე და შემოდის სისხლის სამართლის კოდექსი რომელმაც ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე , რომ გაკოტრებასთან არ გვქონდეს საქმე ამის გადამზღვევი მუხლები უკვე გვხვდება სისხლის სამართლის კოდექსში.
„თუ დირექტორმა იცის, რომ კომპანიას აქვს გადახდისუნარიანობის საფრთხე, მას სამ -კვირიანი დედლაინი აქვს მიმართოს სასამართლოს და თუ ასე არ გააკეთებს სისხლის სამართლის კოდექსი სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს ამ საქმეში.
დირექტორს უნდა ჰქონდეს გარკვეული ინვესტიცია, სესხი, გარიგება რითაც იცის, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება თუ ასეთი სარწმუნო ხელშესახები კეთილგონიერი ვარაუდი არ აქვს, სხვა შემთხვევაში მან იცის, რომ კომპანია მძიმე სიტუაციაშია ვალდებულების შესრულება უჭირს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ დირექტორი ფხიზლად უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის ფინალი, კანონი ითვალისწინებს პროცედურას, როდესაც სახელმწიფო სასამართლოს ჩართულობით ეხმარება იმაში, რომ კომპანიამ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს. “ – აღნიშნა ანა სამსონიამ.