საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფონზე, აზერბაიჯანი და სომხეთი დავას განაგრძობენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ 30-წლიანი დაპირისპირების შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებას მიაღწიონ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საფრანგეთმა განაცხადა, რომ სომხეთს იარაღს აწვდის, ამან დამატებით, მხარეებს შორის სიტუაციის გამწვავება გამოიწვია.
სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობდა პროგრესის მიღწევას ხელშეკრულებაში, საზღვრების დემარკაციის ჩათვლით. სომხეთი დათანხმდა, რომ აზერბაიჯანს ოთხი სადავო სასაზღვრო სოფელი გადაეცეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებამ, რომ პარიზი სომხეთს მიჰყიდის CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს, აზერბაიჯანის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
“ჩვენ არ მივიჩნევთ საფრანგეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ ეფექტურად. ეს არის მავნე პოლიტიკა”, – განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ს მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა.
„ეს არის დარტყმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგებისთვის”.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ “ყოველი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა შეინარჩუნოს საბრძოლო უნარის მქონე შეიარაღებული ძალები, აღჭურვილი თანამედროვე სამხედრო საშუალებებით”.
ამან გამოიწვია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდგომი საპასუხო განცხადება, რომ სომხეთის ქმედებები იყო “არალეგიტიმური და წარმოადგენს საფრთხეს აზერბაიჯანისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”