ოლექსი გონჩარენკო – რატომ არ შესულა აქამდე ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სასანქციო სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი, რომელიც პუტინის ბრძანებებით საქართველოს დამოუკიდებლობას ანადგურებს? – დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი

უნდა დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა, ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში. ამის შესახებ უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტში (უმაღლეს რადაში) სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“რაც შეეხება სანქციებს, მინდა ვთქვა, რომ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ ამაში. ნახეთ, რა ხდება დღეს საქართველოში.
ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებს მათი ქვეყნის ნამდვილი მეთაური, , რუსი ოლიგარქი, რომელიც რეალურად მართავს საქართველოს. ის უკვე პირდაპირ საუბრობს პუტინის ენით. ამბობს, რომ კი არ დაესხა საქართველოს 2008 წელს, არამედ რაღაც “გლობალური ომის პარტია”. რომ რუსეთი კი არ დაესხა ს 2014 და 2022 წლებში, არამედ ვიღაც სხვა.
ასე რომ, კითხვა მაქვს: რატომ არ შესულა აქამდე ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სასანქციო სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და პიროვნება, რომელიც პუტინის ბრძანებებით დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ანადგურებს?
ეს უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა ჩვენს რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში. სხვათა შორის, ამ უქმეებზე ოდესაში, შავი ზღვრის უსაფრთხოების პირველ ფორუმზე, ამ რაღაცებზე ვისაუბრეთ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან, მსოფლიოს სურს ამ საკითხში უკრაინის ლიდერობის დანახვა. ჩვენი ლიდერობა, ვინაიდან ჩვენ პირველები ვართ, ვინც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებით. ვინაიდან, ჩვენი სამხრეთ დედაქალაქი, ოდესა, არის შავი ზღვის დედაქალაქი, როგორც შავი ზღვრის უდიდესი ქალაქი და პორტი.
ასე რომ, მეგობრებო, სამუშაო გავაკეთოთ: დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში, ხოლო უკრაინის მოქალაქეებისთვის – სისხლის სამართლის კოდექსი ავამოქმედოთ ყველას წინააღმდეგ, ვინც ამას იმსახურებს,” – განაცხადა გონჩარენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით