წყალმომარაგების მაგისტრალურ მილს მიწის საფარისგან ვასუფთავებთ, სამუშაოები 6 დღეში დასრულდება – GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP) განცხადებით, სოფელ წიწამურთან მაგისტრალური მილის მიწის საფარისგან გამოთავისუფლება მიმდინარეობს. კომპანიაში ირწმუნებიან რომ სამუშაოები ხუთ დღეში დასრულდება.
“ჯივიპის” ცნობით, მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად სამუშაოების შედეგად, დღემდე ათი ათასობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.
კომპანიის განცხადებით, მილისადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მოეწყობა სამუშაო არეალი მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად.
“რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგონისტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები”, – წერია კომპანიის განცხადებაში.
სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან მიმდინარეობს.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან დაიწყო.
ქსელის აღდგენამდე, კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით