ბაიდენ-ტრამპის დებატები ახლოვდება

შეერთებულ შტატებში ორ წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დაგეგმილ პირველ დებატებამდე სულ ერთი კვირა რჩება.
27 ივნისს, ისტორიაში პირველად, დებატებზე ერთმანეთს ამერიკის ორი ყველაზე მხცოვანი კანდიდატი დაუპირისპირდება: 81 წლის დემოკრატი პრეზიდენტი და 78 წლის ყოფილი პრეზიდენტი .
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათი რეიტინგი ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე კი ხუთ თვეზე ნაკლები რჩება.
ამერიკა ახალ, რიგით 47-ე პრეზიდენტს 5 ნოემბერს აირჩევს.
პირველი საპრეზიდენტო დებატების ადგილად ჯორჯიის შტატის ქალაქი ატლანტა შეირჩა. დებატებს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია “სი-ენ-ენი” (CNN) საღამოს 9 საათზე გადასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე