რამდენიმე საათში გამოქვეყნდება გეგმა თუ როგორ ხედავს ხელისუფლება 9 პუნქტის შესრულებაზე მუშაობას – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რამდენიმე საათში გამოქვეყნდება გეგმა თუ როგორ ხედავს ხელისუფლება იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც იქნა განსაზღვრული, როგორც პრიორიტეტული მიმართულებები ევროინტეგრაციის გზაზე.
სარჯველაძის თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები გასულ წელს დაშვებულ შეცდომას საღად შეხედავენ, შესაძლებლობა ექნებათ, პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
“სავარაუდოდ რამდენიმე საათში გამოქვეყნდება გეგმა თუ როგორ ხედავს ხელისუფლება იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც იქნა განსაზღვრული, როგორც პრიორიტეტული მიმართულებები იმისთვის, რომ ქვეყანამ მეტი პროგრესი აჩვენოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული გეგმები დასახული და ჩამოყალიბებული.
ამასთან, კონკრეტულ კითხვებზე პასუხები იქნება გაცემული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ყველა ატრიბუტი, რომელიც თანმხლები უნდა იყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რეალურად იქნება გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, რა თმა უნდა, უპირველესად ვგულისხმობ ე.წ ღია კარს ოპოზიციისთვის. თუ ისინი საღად შეხედავენ გასულ წელს საკუთარ დაშვებულ შეცდომას და ამ თვალსაზრისით შეიცვლიან საკუთარ პოზიციას, შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღონ”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა