“ვარ შეურაცხყოფილი დღეს იმ საქციელით, რაც ჩაიდინა ჩემმა პარტიის თავმჯდომარემ” – ენმ-ს წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ

დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალ მასშტაბს იძენს. პარტიის რიგებში არ ირიცხება. მელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ტელეეთერიდან გააკეთა. წერილობითი შეკითხვა ლევან ხაბეიშვილს გადაცემის წამყვანებმა გადასცეს და პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელმა, საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.
ხაბეიშვილის ამ სატელევიზიო ეთერის შემდეგ, მოქმედი თავმჯდომარე მისმა მხარდამჭერებმაც გააკრიტიკეს. ხისტი პოზიცია აქვს გიორგი მუმლაძის გუნდს, რომელიც ხაბეიშვილის მხარდამჭერად მიიჩნეოდა. მათ დღეს ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომაც კი მოითხოვეს.
“ცივილიზებულ საზოგადოებაში თავმჯდომარე ასეთი განცხადების შემდეგ, თვითონ გააკეთებდა განცხადებას გადადგომის თაობაზე. არც სტანდარტში არ ჯდება ასეთი საქციელი. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი. მე ვარ შეურაცხყოფილი დღეს იმ საქციელით, რაც ჩაიდინა ჩემმა პარტიის თავმჯდომარემ. მას ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა. გამოიჩინოს ვაჟკაცობა, დადგეს და თქვას, რომ ვერ ემსახურება ამ პარტიას. ასეთი მმართველობა მიუღებელია ამ პარტიისთვის და ყველა ამ პარტიის წევრისთვის.
11%-ით გაიზარდა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ზიზღი ბოლო 8-9 თვის განმავლობაში და გუშინდელი საქციელი შემატებს სიმპათიებს ამ პარტიას?!” – ამბობს კახა კვეკვესკირი.