წყალმომარაგება სრულად 25 ივნისიდან აღდგება – GWP

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე ამბობს, რომ მაგისტრალურ წყალსადენზე დამატებით შეფერხებებს არ ელის და პროცესი დაგეგმილ ვადაში, 6 დღეში დასრულდება.
მისი თქმით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს
მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება მოხდება.
გიგა ნადირაძემ ჟურნალისტებთან დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და თქვა, რომ დაზიანებული მონაკვეთის ჩანაცვლებამდე მოხდება სკანირების გაკეთება და მილსადენის დეტალური დათვალიერება. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია ვთქვათ, შეგვეძლო თუ არა მსგავსი ფაქტის პროგნოზირება. წყალმომარაგება კი სამშაბათიდან – 25 ივნისიდან აღდგება.