ევროკავშირმა და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება ერთი წლით გაახანგრძლივეს

ევროკომისიამ და მ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება, რომელიც უკრაინული ტვირთის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება.
„უკრაინამ და ევროკომისიამ ერთი წლით გაახანგრძლივეს შეთანხმება სატვირთო ტრანსპორტის ლიბერალიზაციის შესახებ, 2025 წლის ბოლომდე ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირის ზონაში ინტეგრაციის, უკრაინის ექსპორტისა და ევროკავშირის იმპორტის გაზრდისკენ, ეკონომიკისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინამ და ევროკავშირმა ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი 2022 წლის 29 ივნისს მოაწერეს და მას ყოველწლიურად აახლებენ.
შეთანხმება აუქმებს უკრაინული გადამზიდავებისთვის ევროკავშირში ორმხრივი და სატრანზიტო ტრანსპორტირების შესაბამისი ნებართვების მოპოვების მოთხოვნას. ამ რეჟიმის დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო იმ სიტუაციაში, როდესაც ს შეჭრის შემდეგ, უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი იყო.