მექაში ჰაჯის რიტუალის შესრულებისას ათასზე მეტი მომლოცველი დაიღუპა

საუდის არაბეთში, მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში, ჰაჯის რიტუალის შესრულებისას დაღუპულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ეგვიპტელი პილიგრიმები არიან, მათი ნაწილი კი არ იყო რეგისტრირებული. როგორც წესი, ჰაჯის შესასრულებლად (მსვლელობა წმინდა ადგილების გარშემო) მექაში ყოველწლიურად 2 მილიონამდე მორწმუნე ჩადის.
ჰაჯი არის მოძრავი დღესასწაული და მისი აღნიშვნა დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე. წელს ჰაჯი ზაფხულს დაემთხვა — ახლა საუდის არაბეთში, მექაში, ტემპერატურა 51.8 გრადუსს აღწევს ცელსიუსით.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მორწმუნეებისთვის ჰაჯი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ამ მსვლელობაში მონაწილეობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიიღონ. ამის გამო, როგორც წესი, მომლოცველებს შორის მრავლად არიან ხანდაზმულები და ასევე, სხვადასხვა დაავადების მქონე მორწმუნეები, რაც ფატალური შემთხვევების რიცხვს ზრდის. მსგავსად მრავალრიცხოვანი მსვლელობებისას კი ხშირია ჭყლეტის შემთხვევებიც.
AFP-ს ცნობით, სულ მცირე, 10-მა სახელმწიფომ განაცხადა თავისი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ, ასევე დაკარგულია ასეულობით ადამიანი.
შესაძლოა, დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან რიტუალში ბევრი ისეთი მომლოცველიც მონაწილეობდა, რომელიც ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული.
ოფიციალური პირების ცნობით, პილიგრიმთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი გაუსაძლისი სიცხით გამოწვეული გართულებებია, მათ შორის, დეჰიდრატაცია და მაღალი არტერიული წნევა.
მთავარ ფოტოზე: პილიგრიმები მექაში. EPA-EFE/STRINGER

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს