“შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?” – ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე

სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა რას გუ­ლის­ხმობს? ეს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ადა­მი­ანს ეკ­რძა­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა? ქი­რურგს ვსჯით [ოპე­რა­ცი­ის­თვის]? შე­იძ­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ავ­კრძა­ლოთ? – ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის ოთხი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­პუ­ტა­ტე­ბი ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აპი­რებს სა­ხელ­მწი­ფო ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იმის შე­მოწ­მე­ბა/გა­და­მოწ­მე­ბას, შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ველს აქვს თუ არა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა.

“თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ქორ­წი­ნე­ბის აქტი არის სა­მო­ქა­ლა­ქო აქტი თუ ეკ­ლე­სი­უ­რი, რე­ლი­გი­უ­რი აქტი. ეს ხომ არ არის ეკ­ლე­სი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს შეჭ­რა და ჩემი აზ­რით, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს ეკ­ლე­სი­ის ფუნ­ქცი­ებ­ში შეჭ­რა. მსოფ­ლი­ო­ში ეკ­ლე­სია არე­გის­ტრი­რებს ქორ­წი­ნე­ბას და მთავ­რო­ბა ამას აღი­ა­რებს, მა­გა­ლი­თად: ბრი­ტა­ნეთ­ში, -ის ბევრ შტატ­ში ასეა. ის­რა­ელ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა არც კი არ­სე­ბობს. ის­რა­ე­ლი მხო­ლოდ აღი­ა­რებს სხვა ქვეყ­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბას, მათ­თვის კი მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი აქ­ტია ქორ­წი­ნე­ბა. თქვენ ამ სა­კითხს რო­გორ უყუ­რებთ? მოგ­სვლი­ათ თუ არა იდეა იმის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ლე­სი­ის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ უბ­რა­ლოდ აღი­ა­როს?! შვი­ლად აყ­ვა­ნის ნა­წილ­ში მა­ინ­ტე­რე­სებს, შვი­ლად აყ­ვა­ნის მო­მენ­ტში რომ აღ­მოჩ­ნდეს ოჯა­ხის წევ­რი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია, ამას სა­ხელ­მწი­ფო რა ფორ­მით აპი­რებს რომ გა­არ­კვი­ოს? და ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა რას გუ­ლის­ხმობს? ეს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ადა­მი­ანს ეკ­რძა­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა? ქი­რურ­გი ის­ჯე­ბა [ოპე­რა­ცი­ის­თვის]? შე­იძ­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ავ­კრძა­ლოთ?“- გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ინი­ცი­ა­ტორ­მა და მომხსე­ნე­ბელ­მა, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ღე­ბა დღეს არის დრო­უ­ლი.

“მე ვფიქ­რობ, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ღე­ბა დრო­უ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ოპე­რა­ცი­ას, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ქი­რურ­გი, თუ ჩვენ ვკრძა­ლავთ ისე­თი სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, რო­მე­ლიც სქე­სის შეც­ვლის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კაც, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა 30%-ით ამ­ცი­რებს სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ასე­ვე, სუ­ი­ცი­დის რის­კე­ბი 12 -ჯერ მა­ღა­ლია,“- გა­ნა­ცხა­და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა ოთხი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი 19 კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან ძი­რი­თა­დია პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით – „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“, და­ნარ­ჩე­ნი 18 კი, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი და სო­ზარ სუ­ბა­რი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს