“მინდა, ჩემი აზრით, ნაკრების იდეალური განლაგება წარმოგიდგინოთ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
რადგან ყველანი მხოლოდ ჩეხეთთან მოახლებულ მატჩზე ვფიქრობთ, რამეთუ ის გადამწყვეტია და თავში სასურველ შემადგენლობას და ტაქტიკურ სქმეებს ვალაგებთ, მინდა ჩემი აზრით ნაკრების იდეალური შემადგენლობა და განლაგება წარმოგიდგინოთ.
აქამდე ნაკრები 3-5-2 ტაქტიკური სქემით თამაშობდა, თუმცა ამ სქემაში ორი პრობლემა გამოიკვეთა: კვარა ფორვარდის პოზიციაზე თავისი თვისებების ნახევარს ვერ იყენებს, რადგა ძალიან წინაა და ბურთი ნაკლებად მისდის, ჩაკვე კი ძალიან უკანაა და ისიც კარგავს ეფექტურობის ნახევარს, რადგან შეტევებისთვის ვეღარ იცლის, ამიტომ მგონია უკეთესი ეს განლაგება: 3-4-2-1. ეს არაა მთლად 3-4-3, რადგან ხვიჩა და ჩაკვე გარემარბედ არ გავამწესე. უფრო ცენტრში შემოვწიე. ასე მათ მეტი გასაქანი ექნებათ, თუ მოუნდებათ ფალანგებზე გადავლენ და იქედან დაიწყებენ შეტევას, მოუნდებათ ცენტრიდან შეუტევენ. ვიცი მკითხავთ, კვარა მარჯვნივ რატომ დააყენე, ის ხომ კლუბში მარცხნიდან თამაშობსო? მასე ჩაკვეც მარცხნიდან თამაშობს და ორივეს ერთ მხარეს ხომ ვერ დავაყენებდი? მე მიმაჩნია, რომ კვარა უფრო ინარჩუნებს ეფექტურობას, როდესაც მარჯვნივ გადადის, ვიდრე ჩაკვე, თუმცა შეუძლიათ ცვალონ კიდეც მხარეები თამაშის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს