მე რაც რეგიონში ვმუშაობ, ამ პერიოდში, არ მომხდარა ნარჩენების დაყრა – მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული

ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე, რაც აქ ვმუშაობ რეგიონში, ამ პერიოდში არ მომხდარა დაყრა. ახლა თუ იყო რამე, ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„რაც შეეხება უშუალოდ ამ ადგილზე სხვადასხვა სახის ნარჩენების განთავსებას, იყო თუ არა შესაძლებელი, ამაზე უწყებებს შესაბამისი რეაგირება გაკეთებული აქვთ. რა თქმა უნდა, რა რეაგირებაც საჭირო იქნება, მოხდება დამატებითი რეაგირება. ამ დროისთვის რაც ვიცით, ძალიან ინტენსიურად 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში აღდგება წყალმომარაგება.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე, რაც აქ ვმუშაობ რეგიონში, ამ პერიოდში არ მომხდარა დაყრა. ახლა თუ იყო რამე, ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა. რაც შეეხება ძველ დაყრილს, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ყოველ შემთხვევაში, იქ რაც ვმუშაობ, რა თქმა უნდა ვაქცევდით ამას ყურადღებას რომ არ მომხდარიყო მსგავსი სახის ნარჩენების განთავსება, ეს ნამდვილად არ მიმდინარეობდა. თუ რამე იყო, გამოჩნდება და იქნება რეაგირება”, – განაცხადა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით ნოზაძე თანამდებობას 2021 წლის 9 თებერვლიდან იკავებს. GWP-ში აცხადებდნენ, რომ გრუნტი, რომელიც მაგისტრალურ წყლის მილსადენზეა, მესამე პირების მხრიდან წლების განმავლობაში, 2017 წლიდან იყრებოდა, მაგრამ შემდეგ ჩვენება შეიცვალა და ეს ყველაფერი ბუნებრივ პროცესებს დაბრალდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეზე გამოძიება -მ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ