აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, “აბზას” მედიის მენეჯმენტსა და უცხოურ დონორ ორგანიზაციებს შორის საიდუმლო თანამშრომლობა გამოაშკარავდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, “აბზას” მედიის მენეჯმენტსა და უცხოურ დონორ ორგანიზაციებს შორის საიდუმლო თანამშრომლობა გამოაშკარავდა.
აზერბაიჯანული სააგენტო წერს, რომ “აბზას” საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელმა, მთავარმა რედაქტორმა და პროექტის კოორდინატორმა, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, დაამყარეს მჭიდრო კავშირები და ფარულად თანამშრომლობდნენ დონორ ორგანიზაციებთან, პროვოკაციებისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის.
დასახელებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო “იუესეიდი”, “დემოკრატიის ეროვნული ფონდი”, “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის და სხვა ორგანიზაციები.
გამოცემის ცნობით, ევროსა და დოლარში უკანონო თანხები, რომლებიც გამოყოფილი იყო მოგზაურობის დროს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით, “აბზას” მედიის ხელმძღვანელობის ქართულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე ირიცხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი