რეგიონში, სომხეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საქართველოშია – EOWORLD Magazine

რეგიონში, სომხეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საქართველოშია, – ამას CEOWORLD Magazine-ის 2024 წლის რეიტინგი მოწმობს, რომლის მიხედვითაც საქართველო საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით 196 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა.
გამოცემის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი $534-ს შეადგენს და ამ მონაცემით სამხრეთ კავკასიაში მეორე ადგილზეა სომხეთის შემდეგ, რომელიც რეიტინგში 92-ეა და საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი $541. აზერბაიჯანი 494 დოლარით 99-ე ადგილზეა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ხელფასის ოდენობით სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა მხოლოდ თურქეთს უსწრებს, რომელიც 124-ე ადგილზეა. თურქეთში მთლიანი საშუალო თვიური ხელფასი $314-ია.
რეგიონში ლიდერია, სადაც დსთ-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასია. რუსეთში საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი $2,159-ია და რეიტინგში 34-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი — $8,111 შვეიცარიაშია. პირველ სამეულშია – ლუქსემბურგი ($6 633) და ($6 455).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასის მქონე ქვეყნების 2024 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
შვეიცარია – $8 111
ლუქსემბურგი – $6 633
აშშ – $6 455
ისლანდია – $6 441
ნორვეგია – $5 665
– $5 642
კანადა – $5 081
გრენლანდია – $4 665
ირლანდია – $4 622
ნიდერლანდები – $4 581
რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი ლესოტოში ($24 ), ანგოლასა ($27) და მალავიშია ($31).

ასევე დაგაინტერესებთ