სამხრეთ კორეის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორაციას Reuters-ი სააგენტო Yonhap News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სეულმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაგმო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეისა და ს ლიდერებმა, კიმ ჩენ ინმა და ვლადიერ პუტინმა გუშინ, ფხენიანში მოაწერეს ხელი.
„მთავრობა მკაფიოდ ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხმარება ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებაში, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა და ექვემდებარება მონიტორინგს და სანქციებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
მათი განმარტებით, ასეთი დარღვევა სეულის მოსკოვთან ურთიერთბას გააუარესებს.
შეგახსენებთ, გუშინ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.