EU-ს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ს წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ სანქციების ძლიერ და არსებით პაკეტზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საპასუხოდ. ეს პაკეტი ახალ მიზანმიმართულ ზომებს ითვალისწინებს და ხარვეზების აღმოფხვრის შედეგად, მაქსიმალურად ზრდის არსებული სანქციების ზემოქმედების ხარისხს“, — წერს სოციალურ ქსელ „X“-ზე ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა.
🇪🇺 EU Ambassadors just agreed on a powerful and substantial 14th package of sanctions in reaction to the Russian aggression against Ukraine. This package provides new targeted measures and maximises the impact of existing sanctions by closing loopholes. — Belgian Presidency of the Council of the EU 2024 (@EU2024BE) June 20, 2024
სააგენტო როიტერსის ცნობით, სანქციების მე-14 პაკეტი კრძალავს რუსული თხევადი გაზის (LNG) რეექსპორტს ევროკავშირის წყლების გავლით, თუმცა ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი კვლავაც არ იკრძალება განსხვავებით რუსული ნავთობისაგან (ზღვით ტრანსპორტირებული), რომელსაც 2022 წელს შეეხო სანქცია.
როიტერის თანახმად, გაზის მარკეტის ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ სანქციას დიდი გავლენა ვერ ექნება, რადგან რუსეთი აზიაში საკუთარი თხევადი გაზის მხოლოდ 10 პროცენტს ყიდის ევროპული პორტების გავლით.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მილსადენის მეშვეობით დღემდე ყიდულობს რუსულ გაზს უკრაინის გავლით.
როიტერსის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის დებატები სანქციების ახალი პაკეტის გარშემო თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგად შერბილდა კომისიის ერთ-ერთი წინადადება, რომელიც მიმართული იყო სანქციებისგან თავის მეტად არიდების პრევენციისკენ.
გაუქმებული წინადადებით, ევროკავშირის კომპანიების შვილობილი კომპანიები განვითარებად ქვეყნებში იძულებულები იქნებოდნენ აღეკვეთათ მათი საქონლის რეექსპორტი რუსეთში. ევროკავშირი ცდილობს ისეთი ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების დინების შეჩერებას, როგორიცაა, მაგალითად, სარეცხი მანქანების ჩიპები, რომელთა გამოყენება სამხედრო დანიშნულებითაც შესაძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა