რატომ სურს ჩინეთს ანაკლიის პორტი და რის მიღებას ელის რუსეთი ჩინეთისგან? – თედ ჯონასი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა “პირველებთან” განაცხადა:
ამ მომენტში ანაკლიის პროექტში დასავლური ფონდები ვერ ჩაერთვებიან, რადგან საქართველოს მთავრობა სანქცრიებულ ჩინურ კომპანისთან თანამშრომლობს. ამ პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება საქართველოს მისადგომებს ჩინეთის ტერიტორიად აქცევს, სადაც იკვეთება ს ინტერესებიც. ეს შეიძლება იქცეს სანქციების არიდების კარიბჭედ რუსეთისთვის. ამით ფორმდება ჩინეთის ქართული საზღვაო წყლების განმკარგველად. მსგავსი შემთვევა მრავლად ყოფილა მაგალითად შრილანკაში. ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობაში მთავარი პარტნიორია. საქართველოსთან შედარებით რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რუსეთი სუსტი და ღარიბი ქვეყანაა, ჩინეთი კი დიდი და მდიდარი, მაგრამ აქ რუსეთს აქვს მისი ინტერესები.ჩინეთის ინტერესია, რომ მსოფლიოს გარშემო გაავრცელოს მისი იმფრასტრუქტურა და დააკავშიროს ისინი ერთმანეთს. რუსეთის ინტერესია რომ ჩინეთმა მისცეს ფული ში საბრძოლველად. ჩინეთი ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაშიც, ეს კი კიდევ ერთი მექანიზმია იმისა რომ ჩინეთმა თავი აარიდებინოს რუსეთს სანქციებისგან, რასაც არ მოყვება სარგებელი ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა თედ ჯონასმა.
დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ჩინურ კონსორციუმს ანაკლიამდე ერთი ხელმოწერა აკლია. სავარაუდოდ სადავო შეთანხმებას მწვანე შუქს რამდენიმე კვირაში აუნთებენ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა