ბექა კობახიძე: ჩემს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ თითქოს უკრაინაში არ აპირებენ საარჩევნო უბნის გახსნას, სადაც მოსალოდნელია ხელისუფლების მარცხი 90/10-ზე

“ქვეყანა დგას ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი. ზაფხულის სიცხეში ნახევარ ქალაქს უწყდება წყალი, რადგან წლების მანძილზე ამ წყალს ნაგავს აყრიდნენ.
ყველა შეწუხდა – ქოციც, რუსეთუმეც, აპოლიტიკურიც, ლაითი გიჟიც და მყარიც. არის თემა, რომელიც გვაერთიანებს და აჩვენებს ხელისუფლების სახეს.
ამ დროს რა უნდა ქნას ოპოზიციამ? რასაკვირველია, საპარლამენტო სიებზე უნდა ეჭიდაონ ერთმანეთს და ქოცებს ეს უმსხვილესი მამაძაღლობა გაუტარონ.
პირველი რიგის ამოცანა ქოცების მოშორებაა. ეს გვესმის და ამიტომ გელოლიავებით, მაგრამ მოვა თქვენი განკითხვის ჟამიც. ეს ქვეყანა მეტს იმსახურებს.
დავიღალეთ ამდენი უსაქმურობით, თავმოუბმელობით, არაშემოქმედებითუნარიანობით, ეგოიზმით და ჯანდაბით. უფსკრულის წინ ვდგავართ და აზრზე მოდით!
თემები ძირს ყრია და ამოწევა უნდა. მაგალითად, ჩემს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ თითქოს ში არ აპირებენ საარჩევნო უბნის გახსნას, სადაც მოსალოდნელია ხელისუფლების მარცხი 90/10-ზე.
გერმანიის, ამერიკის, იტალიის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების უამრავ ქალაქში გასახსნელია დამატებითი უბნები, სადაც ასიათასობით ხმა იკარგება.
ვინმე ამაზე ილაპარაკებს?
ქოცებს აღებული აქვთ თემა, რომ თუ დამარცხდებიან ომი იქნება და ეს თემა ძალიან კარგად მუშაობს. ვინმე გვაღირსებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ თქვას ომი არ იქნებაო?
მე, ბექა , რომელიც არც მინისტრობას და არც პარლამენტარობას არ ვაპირებ, რომ ვეუბნები ხალხს ომი არ იქნებათქო, რატომ უნდა დამიჯერონ? ვისზე დაყრდნობით ვამბობ?
მე მჭირდება, რომ ლიდერებმა თქვან: ამაზე, ამაზე და ამაზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ ჩვენ მოვდივართ მშვიდობისთვის, ომი არ იქნება… ამაზე დაყრდნობით უნდა ველაპარაკო მე ხალხს. იტყვის ამას ვინმე?
მოდი ჯერ ევროპის ჩემპიონატის დამთავრებას დაველოდოთ, მერე ცხელა და ვისვენებთ, მერე “ბარხატნი სეზონია”….”,  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს