ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ს წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„ახლახან, ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი მიზანმიმართულ ახალ ზომებს ითვალისწინებს და ხვრელების დახურვით არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების მე-14 პაკეტის მიზანი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის შეზღუდვაა.