ჩინეთს აქვს ძალიან ცუდი ისტორია სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის – გიორგი რუხაძე

ჩინეთს აქვს ძალიან ცუდი ისტორია სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის. იმედს ვიტოვებ, საქართველო ჩინური სესხის ყულფის მსხვერპლი არ გახდება, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. ის იმედს გამოთქვამს, საქართველო ჩინური სესხის ყულფის მსხვერპლი არ გახდება.
-ის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, უპარტნიორდება ს მთავარ სპონსორს-ჩინეთს. ბუნებრივია, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩინეთთან ვაჭრობა არის ნორმალური, მაგრამ როდესაც ჩინეთი ეპატრონება საქართველოში სტრატეგიულ ობიექტებს, ეს ბუნებრივია არის საფრთხის შემცველი და კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიას იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორები სამწუხაროდ, აღარ არიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. მთავარი პარტნიორი ხდება ჩინეთი, რუსეთი და ავტორიტარული სამყარო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.
რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის პორტს, თავისთავად ჩინეთს აქვს ძალიან ცუდი ისტორია სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის. იმედს ვიტოვებ, საქართველო ჩინური სესხის ყულფის მსხვერპლი არ გახდება, რომელიც არაერთ ქვეყანას გამოუცდია. იმედს ვიტოვებ, რომ 4 თვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება და ანაკლიის პორტის ბედიც სხვანაირად განვითარდება”, – განაცხადა რუხაძემ.