უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას აღადგენს – როდის იგეგმება პირველი რეისი?

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ს მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს.
LIGA.net-ის ცნობით, განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისს იგეგმება, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 60 საათია. ბორანზე ჯამში 250 მგზავრისთვისაა ადგილი.
ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია.
“ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე სატვირთო მანქანა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ვკითხულობ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებს აქციაზე „ლელოს“ წარმომადგენელზე თავდასხმაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია