რუსეთმა და ვიეტნამმა ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

კორპორაცია „როსატომმა“ და ვიეტნამის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ვიეტნამის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ევგენიევიჩ ლიხაჩოვი და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ ჰუინ ტანჰ დატი ცვლიან მემორანდუმს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობის პროექტის განხორციელების გრაფიკის შესახებ“, – განაცხადეს დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე.
მემორანდუმი ს პრეზიდენტ ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პუტინი უკვე შეხვდა ვიეტნამელ კოლეგას, ტო ლამს.