დანიელ ჰაგარი – „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა – „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია.
„ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა. „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული – ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
ს პრემიერ-მინისტრის, ს ოფისმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა „ომის ერთ-ერთ მიზნად „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება განსაზღვრა და ისრაელის თავდაცვის ძალები, რა თქმა უნდა, ამის მიმართ ერთგულია“.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ არმია ერთგულია მთავრობის განცხადებული ომის მიზნების, მათ შორის „ჰამასის“ მმართველობისა და სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიმართ და რომ ჰაგარიმ ინტერვიუში ისაუბრა “ჰამასის“, როგორც იდეოლოგიისა და იდეის აღმოფხვრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია