უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას აღადგენს – Ukrferry

უკრაინასა და საქართველოს შორის ბორანი აღდგება. მგზავრობის დრო დაახლოებით 60 საათი იქნება. ამის შესახებ RBC-Ukraine გადამზიდავი Ukrferry-ზე დაყრდნობით იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, საბორნე მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით შეჩერებულია.
გამოცემა წერს, რომ განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან უკვე 2 ივლისსაა დაგეგმილა. მარშრუტზე იმუშავებს კაუნასის საგზაო/რკინიგზა/სამგზავრო ბორანი, რომელიც 1989 წელს გერმანიაში აშენდა. იგი Lloyd-ის კლასიფიკაციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
ბორანს 250 სამგზავრო ადგილი აქვს სხვადასხვა კლასის სალონებში: ლუქსი, იუნიორ ლუქსი, 2-ადგილიანი და 3-ადგილიანი. მგზავრებს აქვთ წვდომა რესტორანზე, ბარზე, ლაუნჯზე, ვიდეო და სატელიტურ ტელევიზიაზე, ასევე საბავშვო კუთხეზე, – ნათქვამია განცხადებაში.