„გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე, დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი

„გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე, დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოთხი ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამიზნული გამანადგურებელი სიჩქარით რომ უახლოვდება, ამაზე უკვე მოგახსენეთ. მაგრამ, არჩევნების შემდეგ ს „ოქროს პარაშუტი” არა უდაბნოში, არამედ – კალიფორნიაში აპირებს დამიწებას, სადაც მან უკვე შეიძინა 7,2 მილიონ დოლარად „კომპაქტური” პენტჰაუსი. მას მანდ უკვე ელოდება ადგილობრივი ბრიტანული დიასპორა „ჯოჯოხეთის” მოსაწყობად.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლამდე, რიში სუნაკს ნამდვილად ჰქონდა -ს „გრინ-ბარათი”, ხოლო ივლისში არჩევნები მან სპეციალურად დანიშნა, რათა უკვე აგვისტოში ჩაეყვანა თავისი შვილები ამერიკულ კოლეჯში. კალიფორნიაში კი გეგმავს „ს დარგში სტარტაპების საინვესტიციო ფონდის” დაარსებას, რის შესახებაც მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ილონ მასკთან.
მანამდე კი, ბრიტანული საარჩევნო კამპანია დავიდა გენერალურ დისკუსიამდე – ბოლო ბოლო ვინ ითვლება ქალად და ვინ კაცად. ლეიბორისტების ლიდერი და პოტენციურად მომავალი პრემიერი კირ სტარმენი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ „იქონიონ პენისი”. ვისზე იყო გამიზნული ეს სერიოზული საარჩევნო განაცხადი გაუგებარია, ვინაიდან ლეიბორისტების ელექტორატს სულ სხვა, ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აღელვებთ.
ამ „გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე კი, მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც გამოდის საზღვარგარეთ ბრიტანული ფინანსური ტრანშების შეჩერების, „მწვანე” დღის წესრიგის გაუქმებისა და მიგრანტების დეპორტირების საარჩევნო გზავნილებით, რამაც საგრძნობლად გაზარდა მისი რეიტინგი.
კონსერვატორთა ნახევარს უკვე სურს მის „რეფორმების პარტიასთან” გაერთიანება. თავად ნაიჯელ ფარაჯს კი აქვს კარგი შანსები – ჯონსონის, სუნაკისა და სხვა „ლუზერების” მიღმა დარჩენილი „ტორის” ფრაქციას ჩაუდგეს სათავეში. ამის შემდეგ კი, ის ჰპირდება ბრიტანეთს: ლეიბორისტებს, მათ ტრანსგენდერულ თეორიებს, „მწვანე” დღის წესრიგსა და კატასტროფულ საიმიგრაციო პოლიტიკას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები