ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა. ფორუმი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის მიერ არის ორგანიზებული და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს – საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და ერთობლივად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის.
„ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაცია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, , ნიდერლანდები, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი) მონაწილეობს. ფორუმის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში წარადგენენ მოხსენებებს ისეთი საკითხების შესახებ როგორებიცაა: სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა; მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები; მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას; ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა; პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში; მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები; დიალოგიდან ქმედებისკენ: იდეების ანალიზი, მომავალი გეგმები.
ფორუმი გახსნაში მონაწილეობდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენი, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კონრად ვოინაროვსკი, რუმინეთის სახელმწიფო მდივანი ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენი.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმის თანაორგანიზატორები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) არიან”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ