გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

იგერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა.
გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო.
სასამართლო ხელისუფლებამ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული