რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეუტიეს ნავთობის კიდევ ერთ ბაზას

რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო კიდევ ერთ, ამჯერად, ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ეს ობიექტი სოფელ პლატონოვკაშია.
პირველი ცნობები, რომ დღეს, 20 ივნისს დილით ნავთობის ბაზაზე დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, რუსული ტელეგრამ არხებით გავრცელდა.
რეზერვუარზე ხანძრის ფაქტი დაადასტურა ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა, რომელმაც მიზეზად დაასახელა „სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატი“. ეგოროვის თანახმად, მსხვერპლი არ არის.
გამთენიისას დრონებით შეტევა იყო ს ადიღეს რესპუბლიკის დაბა ენემში მდებარე ნავთობის ბაზაზეც. ეს დილით დაადასტურა რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმაც. მისი ინფორმაციით, 06:00 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო. ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ეს ობიექტი კომპანია „ლუკოილს” ეკუთვნის.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან