უკრაინის ოთხ ოლქში, რუსების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა

უკრაინის ოთხ ოლქში, საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანებულია ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ს ოლქებში.
ამასთან, უკრაინის ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რუსული ძალები წუხელ თავს დაესხნენ თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც სამი ენერგეტიკოსი დაშავდა და სადგურის ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა.
„კიდევ ერთი რთული ღამე უკრაინის ენერგოსექტორისთვის. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს DTEK-ის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურს. ჩვენი სამი კოლეგა დაჭრილია. ექიმები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ. ასევე სერიოზულად დაზიანდა სადგურის ტექნიკა“, – აცხადებენ კომპანიაში.

ასევე დაგაინტერესებთ