რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა მაქსიმალური დასაშვები ვადით საკნის ტიპის შენობაში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და ს არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 25 წლიან სასჯელს იხდის, ნახევარი წლით საკნის ტიპის შენობაში გაგზავნეს. ამის შესახებ ფეისბუქზე კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი წერს.
მისივე თქმით, ომსკის ოლქის მკაცრი რეჟიმის მეექვსე შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ამჯერად, დამატებითი სასჯელი იმიტომ დაუწესა, რომ ვლადიმერ კარა-მურზას, რამდენიმე წამის განმავლობაში, ხელები ზურგს უკან არ ეჭირა მაშინ, როცა უწყების აზრით, ის ასე უნდა მოქცეულიყო.
6 თვე ამ ტიპის საკანში პატიმრის მოთავსების მაქსიმალური ვადაა. როგორც კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი ფეისბუქზე აღნიშნავს, სამარტოო საკანში გადაყვანის გამო, პაციენტის ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.
ვლადიმერ კარა-მურზა მონაწილეობას იღებდა 2011-12 წლების საპროტესტო გამოსვლებში. ასევე, აქტიურად მუშაობდა „მაგნიტსკის სიაში“ [სერგეი მაგნიტსკი – ციხეში მოკლული აუდიტორი, რომელმაც კორუფციული სქემა გამოააშკარავა. მისი სახელობის სიაში რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევები შეჰყავთ] რუსი ჩინოვნიკების შეყვანის საქმეზე. მოსამართლე, რომელმაც მას 2023 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, სიაში, მათ შორის, კარა-მურზას მუშაობის შედეგად მოხვდა.
ნავალნის მსგავსად, ხელისუფლებამ კარა-მურზას მოწამვლაც სცადა. იგი 2015 და 2017 წლებში ორჯერ მოწამლეს. კარა-მურზა გადარჩა, თუმცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დარჩა.
ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კარა-მურზა რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრი იყო. 2022 წლის 22 აპრილს გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“. იმავე წელს არაერთხელ იყო პატიმრობაში სხვადასხვა მიზეზით.
2023 წლის 17 აპრილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – იგი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში, რუსეთის ჯარის ცილისწამებასა და „არასასურველად“ გამოცხადებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. კარა-მურზას პროცესი დახურულ რეჟიმშიც კი ჩატარდა.
კარა-მურზამ „ბრალი“ არ აღიარა და სასამართლოზე გამოსვლისას თქვა:
„მოქალაქე მოსამართლეებო! დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიტიკაში ორი ათწლეულის შემდეგ არაფერს შეეძლო ჩემი გაკვირვება. უნდა ვაღიარო, შევცდი. მაინც გამაკვირვა, რომ დახურულობისა და ჩემი დაცვის მხარის დისკრიმინაციის მხრივ ჩემმა 2023 წლის პროცესმა უკან მოიტოვა 1960-იანი და 70-იანი წლების საბჭოთა დისიდენტების “სასამართლოები”. ჩვენების მიცემისას თავმჯდომარე მოსამართლემ შემახსენა, რომ განაჩენის ერთ-ერთი დამარბილებელი ფაქტორია “ჩადენილის მონანიება”. ჩემ ირგვლივ სასაცილო კი ცოტაა, მაგრამ ღიმილი ვერ შევიკავე. ჩადენილი დანაშაული დამნაშავეებმა უნდა მოინანიონ. მე კი ციხეში პოლიტიკური შეხედულებების გამო ვარ. ხელს ვაწერ ყველა იმ სიტყვას, რომლებიც ვთქვი და რომელთა გამოც მედება ბრალი. დღესაც, იმ სიბნელეში, რომლითაც ვართ გარშემორტყმულნი, ამ გალიაში ჯდომის დროსაც, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მწამს ჩემი ხალხის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასო ურუშაძე – ჩვენი ეკონომიკური პრობლემები ნავთობპროდუქტების ფასთანაა დაკავშირებული – ახსნას ივანიშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თვითღირებულებაა?

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას