“ქარხანასთან 400-მდე რუსი სამხედროა ჩარჩენილი – ნაწილი უკვე დანებდა” – გიორგი კობერიძე

– მეორე თვეა რაც ს სამხედრო ძალები ცდილობენ ხარკოვის/ხარკივის ოლქში სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკის აღებას. მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს. ვოვჩანსკი საზღვრიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. მისი ჩრდილოეთ ნაწილის გარკვეული უბნების დაკავება რუსეთმა პირველივე დღეებში შეძლო, მაგრამ შემდგომი წინსვლა შენელებულია. ახლა კი საინტერესო მდგომარეობაა ქალაქის აგრეგატის ქარხანასთან, რომელშიც რუსებმა რამდენიმე დღის წინ შეაღწიეს, მაგრამ შემდგომ, უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ალყაში აღმოჩნდნენ მოქცეულები. რუსები ცდილობენ ქარხანასთან ხელახალ მიახლოებას, მაგრამ უშედეგოდ. უკრაინელები კი ქარხნის ტერიტორიას აქტიურად ბომბავენ.
ტერიტორიაზე 400-მდე რუსი სამხედროა ჩარჩენილი. მათგან მცირე ნაწილი უკვე დანებდა, მაგრამ ძირითადი დანაყოფის ბედი ჯერჯერობით უცნობია. თუკი უკრაინელებმა ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი რუსების ტყვედ აყვანა შეძლეს ეს მნიშვნელოვანი დემორალიზება იქნება რუსეთისათვის.
ხარკოვის ოლქის მიმართულებით 50 ათასი სამხედროსაგან შემდგარმა რუსეთის მოიერიშე არმიამ რეალური მიზნის მიღწევა ვერ შეძლო: ვერც ხარკოვის ოლქის დაკავება შეძლო და ვერც დონბასიდან უკრაინული ძალების მასობრივი გადმოსროლა ამ მიმართულებაზე. რუსების რიგებში მსხვერპლი დიდია.
უკრაინელების მთავარი თავდაცვის ზღუდე მდინარე ვოვჩაზე მდებარეობს, ანუ ქალაქის სამხრეთ ნაწილის საზღვარზე, მაგრამ ქალაქ ვოვჩანსკში რუსებმა ჯერ იქამდე მიღწევაც ვერ შეძლეს.
– უკრაინული დრონები რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს ყოველდღიურად ბომბავენ. ბოლო კვირაა ყოველდღიურად 100-ზე მეტი დრონის შეღწევა ფიქსირდება რუსეთის ტერიტორიაზე. იბომბება სამხედრო აეროპორტები და აეროდრომებიც. რუსეთის დიდი ტერიტორია რუსეთის პრობლემად იქცა – მისი ფართობიდან გამომდინარე ყველა საჰაერო გზის დაცვა ძალიან უჭირთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რუსები იმასაც ჩივიან რომ უკრაინელები შეიძლება დრონებს რუსეთის ტერიტორიიდანვე აფრენენო.
– დონეცკის ოლქში რუსების შეტევა ავდიივაკას დასავლეთით გრძელდება. ავდიივკას აღებიდან ოთხი თვის შემდეგ რუსებმა მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ, მცირე სოფლების ხარჯზე. ზოგადად ამ ტერიტორიის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ავდიივკადან მირჰოროდამდე ანუ 35 კილომეტრი, დიდი დასახლება არაა, გარემო კი სტეპურია. მიუხედავად ამისა, უკრაინელები ახერხებენ რუსეთის შეტევის მაქსიმალურ შენელებას და ტექნიკისათვის დიდი დარტყმის მიყენებას.
– შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. სამიტზე უკრაინისათვის არამხოლოდ ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარების გაზრდა იქნა დაანონსებული. განსხვავება ისაა, რომ თუკი აქამდე შედარებით რბილი იყო ტონი ახლა უკრაინის საბოლოო გამარჯვებაზე დაიწყო ხაზგასმა. ტონის ცვლილება ორი რამის გამო მოხდა: 1. რუსეთის მხრიდან მუქარები ესკალაციის შესახებ ცხადია სიცარიელე აღმოჩნდა. კრემლის მიერ დადგენილი ყველანაირი წითელი ხაზი გადაიკვეთა – ს დაბომბვა იქნებოდა ეს, ხიდის აფეთქება, რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენება თუ სხვა – ხოლო კრემლის მხრიდან საპასუხოდ ვერავითარი ესკალაცია ვერ შედგა. ეს იმიტომ რომ ჭეშმარიტება ერთია: რუსეთს მხოლოდ ძალის ეშინია. 2. კრემლი თავხედურად არანაირ კომპრომისზე არ თანხმდება. პირიქით, ღიად ამბობს პუტინი ოთხი ანექსირებული რეგიონი რომელიც მაქვს – ლუგანსკი, დონეცკი, ზაპორიჟია და ხერსონი – დამითმეთ და მერე მოვილაპარაკოთო. ყველას ესმის, რომ პუტინს ბევრს ვერაფერს გააგებინებენ, ამიტომაა რომ უკრაინის დახმარება კიდევ უფრო აქტიურად გრძელდება. ყველაფერს ემატება ისიც, რომ რუსეთის გაყინული ანგარიშებიდან ფულის გადაცემა ხდება უკრაინისათვის.
-ს მხრიდან ასობით რუსი ახალი ფიზიკური თუ იურიდიული პირის დასანქცირების შემდეგ რუსულ ეკონომიკას კიდევ უფრო გაუჭირდება. ახლანდელი სანქციები არამხოლოდ იმ ძალებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში მოქმედებენ, არამედ მათაც, რომლებიც რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებიან. დასავლეთის სანქციების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტექნიკის სფეროა. ჩიპებისა და დასავლური ნაწილების მეშვეობით რუსეთი საკუთარ ფრთოსან რაკეტებს აწყობდა. ეს ნაწილები კი სხვადასხვა გზით ხვდებოდა რუსეთში. ახლა სწორედ ამის შეზღუდვის მცდელობაა ამერიკული სანქციები. და რაც მთავარია, დოლარის დეფიციტი ისეთია რუსეთში, რომ ვაჭრობა და ბაზრის გარეთ მოპოვება ძალიან ჭირს. რეალურად, ეს სანქციები მიმართულია რუსეთის სამხედრო ეკონომიკისათვის დარტყმის მისაყენებლად და ეს უშუალოდ აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაშიც წერია.
– რუსეთის სამხედრო-პოლიციური ძალები მთლიანად ორიენტირებულნი არიან სთან ომზე. ამიტომ იყო, რომ მარტში რუსებს ერთხელ უკვე გაეპარათ ტერორისტული აქტი, ახლა კი როსტოვში იგივე ისლამური სახელმწიფოს წევრები წინასწარი დაკავების განყოფილებაში შევიდნენ, საკუთარი დროშები აფრიალეს და პოლიციელები აიყვანეს მძევლად. ამბავი მიმდინარეა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიდა უსაფრთხოება კი არ ადარდებს, არამედ პოლიტიკური კონტროლი და სხვა ქვეყნების დაპყრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს