წელს ყველაზე მეტი მილიონერი დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს დატოვებს

დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი წელს მილიონერების ყველაზე დიდ რაოდენობას დაკარგავენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, არსებული პროგნოზით, ბრიტანეთს წელს 9,500 მილიონერი დატოვებს, რაც შარშანდელზე გაორმაგებული მაჩვენებელია, ხოლო ჩინეთიდან 15,200 მილიონერი წავა.
Bloomberg-ის შეფასებით, გაერთიანებული სამეფოდან ულტრამდიდრების გადინების ბოლოდროინდელი ზრდა იმ ტენდენციის დაჩქარებაა, რომელიც ბრექსიტის დროს დაიწყო. ქვეყანამ 2017-დან 2023 წლამდე მიგრაციის გამო 16,500 მილიონერი დაკარგა.
წელს დიდ ბრიტანეთს მილიონერების 7%-ზე მეტი დატოვებს და სხვა ქვეყნებში გადავა. მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, როგორიც არის ბრექსიტი, ენერგეტიკული კრიზისი, ომი ში და ინფლაციის ზრდა. ამასთან, კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა პირობა დადეს, რომ არარეგისტრირებულ რეზიდენტებს, ანუ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მდიდარ უცხოელებს საგადასახადო შეღავათებს მოუხსნიან, ხოლო ლეიბორისტების ლიდერი, კეირ სტარმერი მდიდრების დაბეგვრას გეგმავს.
გაქცეული მილიონერების მთავარი მიმართულება არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, სადაც, რუსების ჩათვლით, წელს 6,700 მდიდარი ადამიანი ჩავა. იმის მიუხედავად, რომ საემიროებში გასულ წელს რუსი მილიონერების შედინება შენელდა, ეს ნაწილობრივ ევროპელებისა და ბრიტანელების რაოდენობის ზრდით დაკომპენსირდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დუბაიში მცხოვრები მილიონერების რიცხვი 78%-ით გაიზარდა.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ფიზიკურ პირებზე ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს, ასევე, ქვეყანა რამდენიმე კონტინენტზე მოსახერხებელი დროის ზონითა და მსოფლიო დონის აეროპორტით გამოირჩევა, რაც მდიდარ ადამიანებს იზიდავს. აბუ დაბიმ და დუბაიმ საერთაშორისო კომპანიებისა და საოჯახო ოფისების მისაზიდად დახვეწილი ფინანსური ბაზრები შექმნეს.
ახალჩასული მილიონერების რიცხვით მეორე ადგილზე -ია, სადაც მათმა რაოდენობამ 3,800 კაცი შეადგინა, ხოლო მესამეზე 3,500 ჩასული მილიონერით სინგაპურია.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი